|
2016-05-29 15:16:02, 703 ნახვა
საზოგადოება
ლიტვაში „გამორჩეული ღვინოები საქართველოდან“ სპეციალური ღონისძიება გაიმართა
ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე მასშტაბური ღვინის გამოფენა VYNO DIENOS(ღვინის დღეები) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ღონისძიება - „გამორჩეული ღვინოები საქართველოდან“ გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაცია-დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. მათივე ცნობით, პრეზენტაციაში „საქართველო - 8 ათასი რთველი“ ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართულ მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე, ქართულიჯიშების მრავალფეროვნებაზე, ღვინის დაყენების ქართულ მეთოდებზე და ქვევრის ღვინისდაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობდა ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: „ვაინმენი“, „კახური“, „ვინივერია“, შპს „ქინძმარაული“, „როიალ ხვანჭკარა“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“. გამოფენას VYNO DIENOS საქართველოს ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე დაესწრო. ლიტვა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის კომპანიები ლიტვაში,და ზოგადად ბალტიისპირეთის ქვეყნებში,სხვადასხვა გამოფენასა და დეგუსტაციებში მონაწილეობენ. ლიტვა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში შედის. 2015 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 658 ათას ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 4%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი - 183 ათასი ბოთლი, რაც 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტის მაჩვენებელზე. გამოფენა VYNO DIENOS უკვე მეთორმეტედ, ტრადიციულად ვილნიუსის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრ LITEXPO-ში გაიმართა. გამოფენას 4 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავდა - ადგილობრივი სომელიეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვა სტუმრები.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)