|
2016-05-26 19:53:09, 641 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, თბილისში, ვარდების მოედანზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს იმიტირებულ ქალაქში - „ეს ჩემი ქალაქია" უმასპინძლა. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვარდების მოედანზე მოწყობილ იმიტირებულ ქალაქს პირადად ეწვია, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და უწყების სხვადასხვა დანაყოფის მიერ შექმნილი გასართობი ცენტრები და გამოფენა დაათვალიერა. „დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოში მაცხოვრებელს, ყველას – ქართველს, არაქართველს, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს არის დღე, რომელიც თავს უყრის ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპს. დღევანდელ დღეს ყოველთვის თან სდევს ორი ემოცია – ტკივილი და სიხარული. სიხარული – დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ტკივილი – იმ ადამიანების დაკარგვისა, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ჩვენ ყოველთვის გამოწვევების წინაშე ვიდექით, მაგრამ არ შეგვიჩერებია გზა განვითარებისკენ. პირობას გაძლევთ, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ იცხოვროს უსაფრთხო და ერთიან საქართველოში. ეს პატარა ქალაქიც სწორედ ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი ბავშვებისთვის მოვაწყვეთ", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. იმიტირებულ ქალაქში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, ბავშვებსა და მოზრდილებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ: შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ჩაუტარეს. მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა „MIA Force", შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახესთან – ევროპის ჩემპიონ დათა ქაჯაიასთან ერთად, სპორტული ავტომობილები წარმოადგინეს.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)