|
2016-05-25 11:05:56, 622 ნახვა
საზოგადოება
საფრანგეთის ენოლოგთა კონგრესზე საქართველო საპატიო სტუმრად მიიწვიეს
საფრანგეთში, ლუარას ხეობის ქალაქ ამბუაზში (Amboise), ენოლოგთა 56-ე ეროვნული კონგრესი გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო კონგრესზე მიწვეული იყო, როგორც პირველი საპატიო სტუმარი. უწყების ცნობით, კონგრესის გახსნას საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა კონგრესზე გამართა პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. „ჩვენმა ქვეყანამ მიიღო მოწვევა ამ კონგრესზე, რადგან საფრანგეთში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი საუბრობს საქართველოზე და ქართულ ღვინოზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის ენოლოგთა კონგრესის მუშაობაში უცხო ქვეყანა მონაწილეობს, რაც იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა საფრანგეთში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. კონგრესის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 4 ქართული ღვინის კომპანიის სხვადასხვა სტილის ღვინოები: „ცოლიკოური 2013“ (მეღვინეობა ხარება), „საფერავი რეზერვი 2005“ (კახური), „რქაწითელი 2014“ (ორგო) და „ქისი 2011“ (ვინივერია). სულ კონგრესში მონაწილობდა 400 ენოლოგი საფრანგეთიდან და მისი ძირითადი თემა იყო: „ღვინო და წყალი“. კონგრესის ფარგლებში გაიმართა ღვინოების კონკურსი „Palmes Vinalies National 2016”, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც ქართული დელეგაციის წევრები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ფრანგული მხარის მიერ საქართველო 2017 წელს ასევე მიწვეულია ბორდოს ღვინის ცივილიზაციათა მუზეუმში, სადაც ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა. საქართველო აქაც პირველი მიწვეული ქვეყანა იქნება, რომელიც ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს გახსნის.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)