|
2016-05-23 18:05:53, 897 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ამერიკელი გენერალი დან დესკინსი ესტუმრა
საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი დან დესკინსი იმყოფება. დღეს ამერიკელი გენერალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში მიმდინარე მოვლენები და არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. „დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ აშშ-საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სწავლებას. ამერიკელ გენერალს აინტერესებდა, თუ როგორ ვხედავთ მომავალში ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას. რა უნდა გაუმჯობესდეს, რა შეიძლება დავამატოთ ამ თანამშრომლობას, როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ის სწავლებები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც იგეგმება. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი შესაძლებლობების განვითარებაზე, რომ ხელი შევუწყოთ აშშ-ის ჯარების და ტექნიკის უფრო სწრაფ გადმოსროლას საქართველოში სწავლებების ჩატარების მიზნით“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)