|
2016-05-22 15:28:56, 607 ნახვა
საზოგადოება
საია კორცხელის #53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოფელ კორცხელის #53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს. როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდის ოლქის 53-ე და 54-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან მობილიზებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები (დაახლოებით 20 ადამიანი). დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელეპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. "დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალების წარმომადგენლებს. ამ ეტაპისთვის პოლიცია იმყოფება საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არასაკამრისი რაოდენობით.მსგავსი ფაქტები უაყოფით ზეგავლენას ახდენს კონკურენტულ და თანასწორ საარჩევნო გარემოზე.მოვუწოდებთ:საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდ რეჟიმში დაელოდონ შედეგების შეჯამებას.სამართალდამცავ ორგანოებს: მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტის დროული გამოძიება და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება; მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხოლო სამართალდარღვევისა ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დროული რეაგირება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება; უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კენჭისყრის პროცედურების მშვიდ ვითარებაში წარმართვა",-აღნიშნულია განცხადებაში.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)