|
2016-05-20 15:59:13, 586 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარ რასნაჩს შეხვდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაიმართა და მასში მინისტრის პირველი მოადგილე, უწყების დეპარტამენტების, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობდა. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა სტუმრებს 2012 წლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ რეფორმების მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის განმტკიცება და სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებაა. საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციას, ასევე, პენიტენციური ჯანდაცვას, რომლის ხარისხი რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში პრობაციის სისტემის მუშაობასაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ელექტრონული მონიტორინგის სისტემით სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის აღსრულებაზე, რომელიც საქართველოში ახლახან დაინერგა და საწყის ეტაპზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება. მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურდღება. ასევე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პარტნიორობის გაღმავების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი ლატვიას ეწვევა. ,,საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ლატვიის იუსტიიის მინისტრთან, პენიტენციური და პრობაციის დეპარტამენტების დირექტორებთან და იუსტიცისის სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან, სადაც ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ქვეყანას ერთი წარსული გვაქვს და ერთი ცენტრისკენ, ევროპისკენ, ვისწრაფვით. ლატვიის მხარე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. შევთანხმდით, რომ განხორციელდება საპასუხო ვიზიტი რაც ურთიერთანამშრომლობას კიდევ უფრო გააღმავებს,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ლატვიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართული სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო დროს მიღწეული პროგრესი შესამჩნევია. ,,საქართველოს, როგორც ყოფილ საბჭოთა რესპულიკას, მემკვიდრეობით ბევრი პრობლემა ერგო და ამ კუთხით ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ყველა რეფორმა, რომელიც ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს,“ - განაცხადა ლატვიის იუსტიციის მინისტრმა დზინტარს რასნაჩმა. შეხვედრის დასასრულს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ლატვიის დელეგაციას პენიტენციური დეპარტამენტის ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)