|
2016-05-20 15:36:50, 592 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადურმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა". ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა, სადაც ნოდარ ხადური სტუდენტებისთვის საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. „26 მაისს, ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში. დღე, როცა ქართველმა ხალხმა მიაღწია თავის სანუკვარ ოცნებას - დამოუკიდებლობას, ბევრი სისხლი დაიღვარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ იდეას და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს დავუტოვოთ ისეთი ქვეყანა, რომელსაც თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად ექნება გამოყენებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ შესაძლებლობების ზრდისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. მან კონკურსში მონაწილე სტუდენტები პირადად დააჯილდოვა და სერტიფიკატები გადასცა. „ყველა ეს სტუდენტი ნამდვილად გამარჯვებულია, ვინაიდან მათ მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი ნაშრომი გაეზიარებინათ ჩვენთვის , - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მის შემადგენლობაში შედიოდნენ მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები. სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო სტატიები გამოიცემა კრებულის სახით. გამარჯვებული სტუდენტი კი სტაჟირებას გაივლის ფინანსთა სამინისტროში. დღესვე, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სტუმრობისას, სტუდენტები გაეცნენ გაფორმების პროცედურებსა და სერვისებს.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)