|
2016-05-18 16:07:08, 599 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტაჟირებას საქართველოს რეგიონებში არსებულ სასაკლაოებში გაივლიან. უწყების ინფორმაციით, ნოდარ კერესელიძემ მომავალ ვეტერინარებს აგრარული სექტორის განვითარების სახელმწიფო ხედვა გააცნო და ყურადღება გაამახვილა სურსათის უვნებლობის, ევროკავშირთან დაახლოების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე და ამ პროცესებში ახალგაზრდა კადრების ჩართულობის აუცილებლობაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, იმართება შეხვედრები ახალგაზრდა კადრების პროფესიული უნარების ამაღლებისა და აგრარული სპეციალობების პოპულარიზაციის მიზნით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეხვედრები სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის სპეციალობების სტუდენტებთან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცტექნიკა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)