|
2016-05-18 11:39:52, 1677 ნახვა
ეკონომიკა
რა ღირს სესხის დაფარვის გახანგრძლივება?
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სესხულობს ფულს კომერციულ ბანკებიდან. სესხის აღებისას მნიშვნელოვანია იცოდეთ რამდენია სესხის პროცენტის ოდენობა და ამავდროულად, პროცენტისა და ძირის დაფარვის დროს, ყოველთვიურად რა თანხის გადახდა მოგიწევთ. მხოლოდ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, შეძლებთ გათვალოთ, გადაიხდით თუ ვერა თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტიდან ბანკს კონკრეტული თანხას. ხშირად, როდესაც გვგონია რომ ყველაფერი რიგზეა, გაუთვალისწინებელი ფინანასური პრობლემები თავს იჩენს. მაგრამ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. პორტალი, http://sesxebi365.com/onlain-sesxebi სადაც სანდო ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებია თავმოყრილი, გაწვდით ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ასეთ რთულ სიტუაციებში. საბანკო სფეროში არსებობს ტერმინი „რესტრუქტურიზაცია“, რომელიც მომხმარებლისთვის სესხის მომსახურების პირობების ცვლილებას გულისხმობს, რათა ის , უკეთ გაუმკლავდეს ნაკისრ ვალდებულებას. მომსახურებაში იგულისხმება ვალის, როგორც ძირი თანხის და მასზე დამატებული პროცენტის დაფარვა. რესტრუქტურიზაციის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგრამ, საქართველოში ყველაზე გავრცელებული ფორმა - ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი უფრო მეტ ვადაზეში გადანაწილება. ა გავრცელებული. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვიურად გადაიხდით უფრო ნაკლებს, მაგრამ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ დაინტერესდა რესტრუქტურიზაციის საკითხით და საქათველოში 5 ბანკის მონაცემები შეადარა ერთმანეთს. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არსებობს სესხის დაფარვის გახანგრძლივების შესაძლებლობა. თუმცა, გამსესხებლის კეთილი ნება აქაც მნიშვნელოვანია, რადგან აქვთ უფლება კონრეტულ კლიენტს უარი უთხრან გადავადებაზე, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე. მოქმედებს ორი მექანიზმი. პირველი, როდესაც მიკროსაფინანასო ორგანიზაცია გთავაზობს დღეების შეზღუდულ რაოდენობას და გადავადების ფიქსირებულ ღირებულებას, ანუ რამდენი დღით და რა ფასად შეძლებთ სესხის დაფარვის გადავადებას. მეორე მომენტში, თქვენვე უთითებთ რა რაოდენობის თანხა გაქვთ გადასახდელი და რამდენი დღით გინდათ გადავადება. საიტზე მოცემული კალკულატორი კი გამოგითვლით დამატებით რამდენის გადახდა მოგიწევთ.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)