|
2016-05-14 18:59:02, 756 ნახვა
საზოგადოება
თამარ ხულორდავამ კავკასიის სამართლის სკოლის სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კავკასიის სამართლის სკოლის XI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ბუნებითი და პოზიტიური სამართალი “ გაიმართა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიიღეს. თამარ ხულორდავამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კავკასიის უნივერსიტეტისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში ვუმასპინძლეთ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სხვადასხვა აკადემიურ ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან. კავკასიის უნივერსიტეტთან და კავკასიის სამართლის სკოლასთან გაფორმებული გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს წარმატებული სტუდენტების ჩართვას სამინისტროს მუშაობაში და ასევე სტაჟირების გავლას. იმედი მაქვს დღევანდელი შეხვედრა სტუდენტებს გარკვეულ მოტივაციას აუმაღლებს რათა მომავალში მათაც ქონდეთ სურვილი გახდნენ საჯარო მოხელეები“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. კონფერენციაზე სტუდენტებმა სამართლის სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს, რომელიც კრებულის სახითაა გამოცემული. მათი პრეზენტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შეაფასეს. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რათა საშუალება მიეცათ სტუდენსებს მოსულიყვნენ და გაეგოთ სამინისტროში მიმდინარე პროსეცებზე და მოესმინათ ის პრობლემები რაზეც კონფერენციის ფარგლებში იყო საუბარი“, -განაცხადა კახა შენგელიამ. კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტსა და „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც აკადემიურ დარგში თანამშრომლობას გულისხმობს. კონფერენციის დასასრულს სამი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა, რომლებიც 2016 წლის ოქტომბერში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს კი სართიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
პუტინმა შორეულ აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისკენ მოუწოდა
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



