|
2016-05-13 12:51:48, 592 ნახვა
საზოგადოება
დათო ტურაშვილი კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და ორგანიზებით, მწერალი დათო ტურაშვილი კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მწერალმა საკუთარ ნაწარმოებებზე, ზოგადად ლიტერატურაზე და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო პასუხისმგებლობის და მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობას. შეხვედრის განმავლობაში დამსწრეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიმართეს მწერალს და თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს სხვადასხვა საკითხებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მწერალმა წიგნები საკუთარი ავტოგრაფით საჩუქრად გადასცა კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრს, რომლის ბიბლიოთეკაშიც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დათო ტურაშვილის ნაწარმოებები წაიკითხოს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას ექნება მსგავს შეხვედრებზე დასწრების საშუალება. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)