|
2016-05-13 10:09:06, 569 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი TCR International-ის დამფუძნებელ მარჩელო ლოტის შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატის დამფუძნებელსა და დირექტორს, მარჩელო ლოტის შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე TCR International-ის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების თაობაზე იმსჯელეს. მარჩელო ლოტის თქმით, ის მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი სეზონის ერთ-ერთი ეტაპი საქართველოში გაიმართოს. როგორც ჩემპიონატის დამფუძნებელმა აღნიშნა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა: „ბევრ ევროპულ ქვეყანაში ტარდება ეს ჩემპიონატი, თუმცა, თქვენი ინფრასტრუქტურა ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია. ვფიქრობ, საქართველოში საუკეთესო გარემოა იმისთვის, რომ მსოფლიო დონის ჩემპიონატები ჩატარდეს. ეს ცნობილი ავტომწარმოებლებისთვისაც იქნება საინტერესო, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოახდინონ პოზიციონირება“, - განაცხადა მარჩელო ლოტიმ. თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ჩემპიონატის დამფუძნებელს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა: „შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტის განვითარებას. მოხარული ვარ, რომ შსს-ს წარმომადგენელმა სპორტის ამ სახეობაში, რომელიც საქართველოში უკანასკნელ ხანს საგრძნობლად ვითარდება, მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა“, - აღნიშნა მინისტრმა. შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force პირველია ქვეყნიდან, რომელმაც ძარიან ავტობილებში მსოფლიო ჩემპონატზე მიიღო მონაწილეობა. შსს-ს სახელით მოასპარეზე, სპორტული კლუბის წევრი და შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიისი სახე - დათა ქაჯაია 2015 წელს ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონი გახდა. წელს, ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველად დათა ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მარჩელო ლოტიმ გიორგი მღებრიშვილს შეხვედრაზე მსოფლიო ჩემპიონატის თაობაზე დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. უახლოეს მომავალში, იტალიური მხარე ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პროექტს წარმოადგენს. TCR International -ის ჩემპიონატი 2015 წელს დაფუძნდა და მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე იმართება. ჩემპიონატი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 130-მდე ტელე-ეთერით გადაიცემა და მას 860 მილიონ ოჯახზე მეტი უყურებს.
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)