|
2016-05-12 10:57:29, 664 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდსა და Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, ჩინურ კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის თანახმად, საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლებას, რეგიონებში დასაქმებას, ჩაის დარგვისა და მოვლის უნარების კულტურის ამაღლებას და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესებას. უწყების ინფორმაციით, ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მოიცავს: ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პროექტი წარმატებულად შეაფასა, აღნიშნა სახელმწიფოსთვის მეჩაიეობის განვითარების პრიორიტეტულობა და ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტით დარგის დამატებითი სტიმულირების საკითხს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის ხარისხიანი ჩაის წარმოება მნიშვნელოვანი საკითხია და გამოთქვა იმედი, რომ მეჩაიეობის დარგის განვითარებაში პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)