|
2016-05-11 12:06:09, 602 ნახვა
საზოგადოება
დუბლინში საქართველოს შესახებ ფოტოგამოფენა გაიხსნა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინის მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს შესახებ ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „Welcome to Georgia" საზეიმოდ გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ-მერის მოადგილემ გაი ფაგანმა. ასევე, ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა დუბლინში მოქმედმა ბავშვთა სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies". ფოტოგამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, ბიზნესისა და მედიის, ასევე, ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ფოტოგამოფენა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და დუბლინის ქალაქის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მასზე წარმოდგენილია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები. გამოფენის მთავარ მიზანს ირლანდიაში საქართველოს წარმოჩენა და ირლანდიელი ვიზიტორების საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესება წარმოადგენს. ფოტოგამოფენა მაისისა და ივნისის განმავლობაში დუბლინში მდებარე სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფოტოგამოფენაზე შესვლა თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)