|
2016-05-10 17:18:32, 784 ნახვა
საზოგადოება
ბოსტნეულის მყნობის ახალი ტექნოლოგიები დაინერგება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წილკანის საკვლევ ბაზაზე ბოსტნეულის მყნობის 2 დღიანი პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დაიმყნო პომიდორი, წიწაკა და ბადრიჯანი. დემონსტრირების შემდგომ მონაწილეებს საშუალება ქონდათ თავად განეხორციელებინათ მყნობის პრაქტკული სამუშაოები. მათივე ცნობით, სემინარს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის რაიონული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები და მებოსტნე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთაც სოციალური ქსელის მეშვეობით გაიარეს ონლაინ რეგისტრაცია. ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსის ნატო კაკაბაძის განმარტებით აღნიშნული მყნობის ტექნოლოგიების ათვისება უმნიშვნელოვანესია ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის რაც უშუალოდ მავნებელ დაავადებებთან ბრძოლაზე და პროდუქტიულობის ზრდაზე აისახება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა აგრარური მიმართულების პრაქტიკული და თეორიული სემინარები რის შესახებაც ინფორმაცია ცენტრის ვებ და სოციალურ გვერდებზე განთავსდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)