|
2016-05-10 15:51:13, 580 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მოადგილეებთან ერთად, დღეს შარტავას ქუჩის N18ა-ში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე კორპუსის შიდა საერთო ეზოს გზის საფარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბექა მიქაუტაძემ სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. მათივე ცნობით, შარტავას N18ა-ს შიდა ეზოში, რომელიც კიდევ ოთხ სხვა კორპუსსაც ემიჯნება, გზის საფარი ძალიან იყო დაზიანებული და მისი რეაბილიტაციის თხოვნით ადგილობრივებმა გამგებელს ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართეს. ამავე ეზოში საბურთალოს რაიონის გამგეობა სპორტული მოედნის რეაბილიტაციასაც გეგმავს. „ამ ეზოში გზის საფარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ფაქტობრივად, გადაადგილება შეუძლებელი იყო არა მხოლოდ ავტომობილებისათვის, არამედ ფეხით მოსიარულეებისთვისაც. კონტრაქტორმა კომპანიამ ორი დღის წინ დაასრულა მუშაობა. ასფალტის საფარი აქ 2836 კვ.მ ტერიტორიაზე მოეწყობა. ამავე ეზოში ჩვენ მალე დავიწყებთ სპორტული მოედნის რეაბილიტაციას და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი ეზო ჩვენს რაიონში,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)