|
2016-05-10 14:15:34, 575 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი თომას ჰამერბერგს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს თომას ჰამერბერგს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა დევნილებისა და გალის რაიონის მაცხოვრებლების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა სოზარ სუბარმა თომას ჰამერბერგს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებიც გააცნო. ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი შეხვდება საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ექსპერტი ადგილზე შეისწავლის აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ სიტუაციას, რის შემდეგაც გათვალისწინებულია აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის. მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)