|
2016-05-08 17:36:16, 600 ნახვა
საზოგადოება
თინათინ ხიდაშელმა CEU-ს საუკეთესო კურსდამთავრებულის ჯილდო მიიღო
უნგრეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის (CEU) 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სასწავლებლის კურსდამთავრებულებისთვის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და რექტორმა ჯონ შატუკმა საზეიმო სადილი და მიღება მოაწყო. სიტყვით მიმართვის შემდეგ საპატიო კურსდამთავრებულის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიიღო. „აქ იმყოფება განსაკუთრებული ადამიანი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ის არის ერთადერთი კურსდამთავრებული, რომელსაც სამთავრობო პოზიცია უკავია - ეს არის საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების 1996 წლის კურსდამთავრებული, თინათინ ხიდაშელი“, - ამ სიტყვებით წარადგინეს თინათინ ხიდაშელი სპეციალურ ჯილდოზე. „უნივერსიტეტი, სწორედ, აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სტუდენტებისთვის დაარსდა. შემდეგ ის უფრო გაფართოვდა. მე ზუსტად 20 წლის წინ ვსწავლობდი ბუდაპეშტში, ამ უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებების მიმართულებაზე. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც, პრაქტიკულად, ჩემთვის სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინე. დღეს იმართება 25 წლისთავთან დაკავშირებული ცერემონიალი, რომელზეც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ მის საუკეთესო სტუდენტს გადასცეს სპეციალური ჯილდო. მე მერგო ეს პატივი. 25 წლის განმავლობაში მრავალ ათას სტუდენტს შორის, რომლებმაც ეს უნივერსიტეტი დაამთავრეს, სწორედ მე ვარ შერჩეული ამ ჯილდოს მისაღებად. ეს ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. უნივერსიტეტის ისტორიაში მსგავსი მასშტაბის მიღება პირველად გაიმართა. 25 წლის ვერცხლის იუბილეს 500-ზე მეტი კურსდამთავრებული დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)