|
2016-05-08 11:24:48, 619 ნახვა
საზოგადოება
მარნეულის მუნიციპალიტეტში მაღალტექნოლოგიური სასათბურე კომპლექსი ფუნქციონირებს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი მოინახულეს. როგორც “ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ჩინურმა კომპანიამ „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის სათბურები, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები ააშენა. კომპლექსი ჯამში 7 დიდ და 25 პატარა სათბურს აერთიანებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების და ბოსტნეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობას. უწყების ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული სათბურები სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გამოიყენება. სათბურებში ფერმერებისთვის ტარდება ტრენინგები, სადაც ფერმერებს საშუალებააქვთ მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ,,ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ 1998 წელს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფეროს სოფლის მეურნეობის სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, კონსულტირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)