|
2016-05-07 09:58:15, 628 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს არქივმა „დიდი ტერორის“ პერიოდის დოკუმენტური მასალა გამოაქვეყნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბის“ ახალი ნომრის, ასევე, საარქივო დოკუმენტების საფუძველზე მომზადებული მხატვრული ნაწარმოების - ,,დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა. პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. შსს-ს ინფორმაციით, ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მე-16 ნომერი სახელმწიფო რეპრესიული მანქანის ფუნქციონირების თავისებურებებს ასახავს, რაც საბჭოთა რეალობაში ე.წ. „დიდი ტერორის“ პერიოდში გამოვლინდა, როდესაც უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა, შორეულ ბანაკებში გადასახლება, უნდობლობა და შიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ნაწარმოებში - „დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ ასახულია სტალინისა და ლავრენტი ბერიას ეპოქის შინსახკომის თანამშრომელთა ცხოვრება, მათი დაუნდობელი ქმედებები, სისხლის სამართლის საქმეთა გაყალბების ფაქტები, არაადამიანური მოპყრობის სცენები, წამების, მორალური ზეწოლის ისტორიები. წიგნი გაფორმებულია უნიკალური თემატური ილუსტრაციებით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)