|
2016-05-06 16:48:19, 500 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგშია და მის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 5 მაისს ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე (PC) გამართულ დებატებსა და ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ეხმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგშია და მის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება. "მუდმივი საბჭოს სხდომაზე ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა გააკეთა განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების“ დადებასთან დაკავშირებით და მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთთან მიერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე. განცხადებაში საქართველოს ელჩმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს წევრების ყურადღება მიაპყრო რუსეთის ფედერაციის მცდელობაზე, ე.წ „სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების“ დადებით შენიღბოს საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკა, რომელიც ნათლად გამოიხატა საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმებაში. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ განცხადებებზე ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ე.წ. რეფერენდუმი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. შესაბამისად, მას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება. საქართველოს დელეგაციამ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის ქმედებები დაგმო ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დიდმა უმრავლესობამ მათ შორის აშშ-მ კანადამ, ნორვეგიამ, ევროკავშირის წევრმა 28 სახელმწიფომ და სხვებმა. ევროკავშირის განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას. ევროკავშირი გამოეხმაურა ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს და აღნიშნული ფაქტი შეაფასა როგორც უკანონო და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია თავის შეფასებებში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებთან მიმართებაში",-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)