|
2016-05-05 19:30:06, 1427 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღის აღიარების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობის სხდომაზე მიღებული დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით ინიციტივის დამტკიცებას არ ნიშნავს. როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთს არაერთხელ განუმარტავს, თუ რა შემთხვევაში აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას. “ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სომხეთის პრეზიდენტი წინასწარ აცნობებს თავის კოლეგებს, უპირველეს ყოვლისა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ხელმძღვანელებს”, - ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ამავე დროს, სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანი “აპრილის დასაწყისში მომხდარი ავანტიურის გამეორებას თავიდან აიცილებს”. შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების კონოპროექტი სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური პარტიის “მემკვიდრეობის წევრის” ზარუი პოსტანჯიანისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერის გრანტ ბაგრატიანის მიერაა შემუშავებული. 5 მაისის სხდომაზე სომხეთის მთავრობამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღირების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო და ის განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა. 10 მაისს სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, თუმცა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ არის.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)