|
2016-05-05 18:08:30, 698 ნახვა
პოლიტიკა
მარეგულირებელი კომისია საქართველოში გარკვეული უცხოური სამაუწყებლო არხების შეზღუდვის მოთხოვნაზე განმარტებას აკეთებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული უცხოური სამაუწყებლო არხების შეზღუდვის მოთხოვნაზე განმარტებას აკეთებს. მარეგულირებელი კომისიის განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებული არხები (რუსეთის პირველი არხი, РТР-ПЛАНЕТА, Россия 24, НТВ Мир, TVCI, Россия 1, НТВ, ТНТ, Петербург 5, Звезда, Рен-ТВ, Russia Today) საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით ვრცელდება. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი კომისიის რეგულირების სფეროში შემოდის და ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი“. რეგლამენტის პირველი მუხლის ჰ2 პუნქტი განმარტავს დაუშვებელ პროდუქციას: დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია. ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა და ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას საკუთარი ინიციატივით, მესამე პირის განცხადების ან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იწყებს. თითოეულ ადმინისტრაციულ წარმოებას საფუძვლად ედება კონკრეტული სამართლებრივი გარემოება. იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტის დროს ადგილი აქვს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მზადაა განიხილოს და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაატაროს შესაბამისი ზომები, მათ შორის - შეზღუდოს შესაბამისი სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება", - ნათქვამია განცხადებაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)