|
2016-05-05 18:04:50, 659 ნახვა
პოლიტიკა
კაციტაძე: ვადასტურებ, რომ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ალტერნატივად გერმანული მოდელი გვაქვს წარდგენილი
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციას უკვე წარდგენილი აქვს „ქართული ოცნებისთვის“ გერმანული მოდელი როგორც სარეზერვო ვარიანტი. კაციტაძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილება ან ჩავარდება ან გაიწელება ბუნებრივია ისინი უახლოეს მომავალში ახალ ინიციატივას შეიტანენ. „ჯერ კიდევ გარკვეული კონსულტაციებია საჭირო ცალკეულ ფრაქციებთან. ჩვენ უახლოეს მომავალში გავხდებით მოწმე საქართველოს პარლამენტში ახალი ინიციატივის რომ საარჩევნო კოდექსში დაიწყოს ცვლილება გერმანული ვარიანტის დასამკვიდრებლად, თუმცა ჯერ კიდევ გარკვეული კონსულტაციებია საჭირო გარკვეულ ფრაქციებთან რომლებთანაც მე მქონდა შეხვედრა და პოზიტიურად ვარ განწყობილი. არ მინდა მოვლენებს გავასწრო და მომავალ კვირამდე კიდევ გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვადასტურებ, რომ ჩვენ ალტერნატივად გერმანული მოდელი გვაქვს წარდგენილი, რომელიც მხარდაჭერილია საპარლამენტო ჯგუფების მხრიდან. უბრალოდ დამატებითი კონსულტაციები იქნება საჭირო და მომავალ კვირაში ეს პროცესი დაიწყება“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)