|
2016-05-05 17:53:18, 988 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი: აღლუმი ისეთი, როგორიც ჩვენ გვესმის, არ იქნება
„აღლუმი ისეთი როგორიც გვესმის ჩვენ, არ იქნება, მაგრამ 26 მაისი იქნება სამხედრო კომპონენტი პრაქტიკულად სრულად, ეს იქნება ფიცის დადება სწორედ იმ ახალგაზრდების მიერ რომლებიც თავისი ნებით მოდიან ქართულ ჯარში და რომლებიც ამთავრებენ სწორედ 25-ში იმ პროგრამას რომლის შემდეგაც უკვე შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან“,- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ისგადაცემა 20:30-ის წამყვანის შეკითხვას - იქნება თუ არა სამხედრო აღლუმი 26 მაისს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საზოგადოებას 26 და 27 მაისს საინტერესო გასართობი ღონისძიებები ელის. „ჩვენ გვექნება ფიცის დადების ახალი კომპონენტები საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქიდან ჩართვით და, მე ვფიქრობ, რომ ორი ძალიან საინტერესო დღე ელოდება საქართველოს, 26 მაისი და შემდეგ 27 მაისი როდესაც თავდაცვის სამინისტრო უკვე ძველ იპოდრომის ტერიტორიაზე მთელ თბილისს, მთელ ქართველ საზოგადოებას შესთავაზებს ძალიან საინტერესო ღონისძიებას მთელი დღის განმავლობაში იმისათვის, რომ გაერთონ და ეს ერთობა ჯარსა და საზოგადოებას შორის შედგეს ყველაზე უფრო საინტერესო ფორმით, მათ შორის პატარა ბავშვებით დაწყებული, ზრდასრულებით დამთავრებული“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)