|
2016-05-05 17:51:54, 596 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი: უნდა გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რომ საარჩევნო სისტემა გაუმჯობესდეს
ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა რომ საარჩევნო სისტემა 2016 წელს გაუმჯობესდეს, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჩიქოვანის განცხადებით, გადაწყვეტილბები მიიღება ყველა იმ სუბიექტის თანამონაწილეობით, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი ბერკეტები. „ყველა პოლიტიკური პარტია რომელიც აქ იყო წარმოდგენილი თანხმდება იმაზე რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა რომ საარჩევნო სისტემა გაუმჯობესდეს 2016 წლის არჩევნებისთვის. გადაწყვეტილებები მიიღება ყველა იმ სუბიექტის თანამონაწილეობით რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი ბერკეტი. გვექნება საუბარი ჩვენს კოლეგებთან და საქართველოს პარლამენტის შემადგენლობასთან და ვისაუბრებთ იმაზე როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას 2016 წელს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა. მისივე განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის განსახილველია რამდენიმე საკითხი რომელიც ექცევა მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში. ჩიქოვანის განმარტებით, გადაწყვეტილებას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მიიღებენ.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)