|
2016-05-05 16:30:34, 560 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: შეიარაღებული ძალები ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია
„საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველაზე საუკეთესოა. საუკეთესო ნაწილია ქართველი საზოგადოების. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, ბოლომდე გაჰყვე, რომლებთან ერთადაც შეგიძლია, იამაყო“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ქართული ჯარი საქართველოს ქვეყნის გარეთაც ღირსეულად წარმოადგენს და ქართველი სამხედროები სახელმწიფო დროშას ამაყად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ატარებენ. „ქართული ჯარი ზუსტად ისეთია, როგორიც ქართული სახელმწიფო. ქართული სახელმწიფო, რომელიც, სწორედ, ქართულ ჯარს ეფუძნება, მის მიერ განვლილ ისტორიას ეფუძნება, ეს ორი ამბავი იმდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ძალიან რთულია თქვა, სად იწყება ერთი და სად გრძელდება მეორე. ქართულ ჯარს დღეს აქვს იგივე პრობლემები, რაც აქვს ნებისმიერ ჩვენგანს, ჩვენ მოქალაქეს. ქართულ ჯარს აქვს იგივე გამოწვევები, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს... ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ისინი ქმნიან თანამედროვე ქართული ისტორიის, სწორედ, იმ სასახელო ფურცლებს, რომელსაც ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ და შემდეგ ჩვენ ვსწავლობდით, რომლითაც ვიზრდებოდით, რომლითაც ვამაყობთ. დღეს, ჩვენ თვალწინ, სწორედ, ის ბიჭები და გოგონები ქმნიან ამგვარი ისტორიის ფურცლებს, რომლებსაც ქართული სამხედრო ფორმა აცვიათ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა, რაც შეიძლება მეტი გვერდით დგომა გამოვიჩინოთ ქართველი სამხედროების მიმართ. არასოდეს, არსად ჯარს მარტოს არ მოუგია არც ერთი ომი, არასოდეს არსად ჯარი არ ყოფილა ერთადერთი გარანტი თავისუფლების თუ ყველა მისი მოქმედება, ყველა მისი ნაბიჯი არ იყო მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ. ჩემი ამოცანა და თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ამ ორის - ჯარის და საზოგადოების ერთობა“,- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)