|
2016-05-05 15:19:18, 663 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელისუფლებას არჩევნების ჩატარებას გერმანული მოდელით სთავაზობს
მათ ხელისუფლებისთვის - მმართველი კოალიციისთვის ე.წ. ალტერნატიული ვარიანტი - გერმანული მოდელი, აქვთ წარდგენილი, - ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა. ჩიხრაძის თქმით, მათთვის ძალიან საინტერესოა მოისინჯოს შესაძლებლობა თუკი არსებობს რაიმე შანსი რომ მიიღონ უკეთესი საარჩევნო სისტემა, ვიდრე არის დღეს. ამასთან ჩიხრაძის განცხადებით, ცალ-ცალკე ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდა ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით და კონსენსუსის კონტურები იკვეთება. „საუბარი იქნება ყველაფერ იმ პრობლემებზე, რაც დღევანდელი ეტაპისთვის გაჩნდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ბუნებრივია მათაც აქვთ გარკვეული წინადადებები. ჩვენც გვაქვს შეკითხვები, უმეტესწილად ეს უკავშირდება საარჩევნო სისტემის ნაწილს. თქვენ იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვუჭერდით მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგანაც კონსენსუსი არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაკიღა ოპოზიციურ პარტიებში არსებობს განწყობა, რაკიღა მათ ხელისუფლებისთვის - მმართველი კოალიციისთვის ე.წ. ალტერნატიული ვარიანტი წარდგენილი აქვთ გერმანული მოდელი ძალიან საინტერესოა რომ მოისინჯოს შესაძლებლობა თუკი არსებობს რაიმე შანსი რომ მივიღოთ უკეთესი საარჩევნო სისტემა, ვიდრე არის დღეს. ბოლომდე იქნება ყველა შანსი გამოყენებული. ცალ-ცალკე პრაქტიკულად ყველასთან მქონდა ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით, იკვეთება კონსენსუსის კონტურები. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ აქტიურად, როგორც ვიყავით პროცესში ჩართული, მათ შორის მმართველ კოალიციასთან, ყველაფერს მოგვცემს დღევანდელი დღე“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო სისტემასთან დაკავსირებით ხვდებიან.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)