|
2016-05-05 14:25:25, 997 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის სიის ათეულში მოქმედი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იქნებიან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის ათეულში მოქმედი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იქნებიან, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სიის ათეულში დანარჩენი 8 პირი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იქნებიან. ისინი, ვინც პოლიტიკაში აქამდე არასოდეს ყოფილა ჩართული. მაჭავარიანის თქმით, ეს გახდა მთავარი მიზეზი იმის, რომ გიორგი ვაშაძეს პარტია დაეტოვებინა. „პარტიის პოლიტსაბჭოზე საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპი დავამტკიცეთ, სადაც ვთქვით, რომ პირველ ათეულში იქნებიან მხოლოდ ბაქრაძე და მელია. დანარჩენი 8 იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მაგრამ ისეთი პირები ვინც პოლიტიკაში აქამდე ჩართული არ ყოფილა. ვაშაძის სურვილი იყო, რომ აუცილებლად ყოფილიყო სიის ათეულში, რაც გაზიარებული არ იქნა, ამიტომ მან დაასწრო მოვლენებს და სიის ათეულის გამოქვეყნებამდე პარტია დატოვა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მიხეილ მაჭავარიანმა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)