|
2016-05-05 13:20:15, 913 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკ დევიდ კატმურს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიტანელი და ჩეხი სამხედრო ინსტრუქტორებისგან შემდგარ (BMATT - British Military Advisory Training Team) მრჩეველთა ჯგუფის უფროსს, პოლკოვნიკ დევიდ კატმურს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე. უწყების ცნობით, შეხვედრაზე BMATT-ის სასწავლო პროგრამის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე განიხილეს სასწავლო პროგრამის მნიშვნელობა, რადგან საქართველო ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო მისიებში და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სისტემებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის დროს გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ დევიდ კატმურთან საქართველოს ირგვლივ არსებული ოპერატიული გარემო მიმოიხილა და გამოწვევებზეც ისაუბრა. „რამდენიმე დღეა ბრიტანელი ინსტრუქტორები ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნიან. ისინი გადიან ინსტრუქტაჟს, რომ მომავალში თვითონ გახდნენ სამხედრო მომზადების ინსტრუქტორები. ვიშკოვოდან საქართველოში ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვიზიტი ემსახურება იმას, რომ საკუთარი თვალით ნახოს, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს წვრთნები. „დარწმუნებული ვარ, რომ წვრთნები ძალიან წარმატებულია. სწავლების დასრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ 30 მომზადებულ სამხედრო ინსტრუქტორს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 18 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით BMATT-ის ( British Military Advisory Training Team) სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოს შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა მომზადების კურსს 30 სამხედრო მოსამსახურეს უტარებენ (Instructor Training Course). სწავლება IV-ე მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. BMATT (ბრიტანელი და ჩეხი სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფი) ქალაქ ვიშკოვოში, ჩეხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემიაში მდებარეობს. ეს არის ჩეხეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ორგანიზაცია, რომელიც 17 ბრიტანელი და 5 ჩეხი სამხედროსაგან შედგება. ჯგუფის მიზანია, უზრუნველყოს სამხედრო მომზადების კურსების ჩატარება, დახმარება გაუწიოს წვრთნებითა და კონსულტაციებით პარტნიორ ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ პროფესიული შეიარაღებული ძალებისა და მათი შესაძლებლობების განვითარება სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. BMATT 2000 წლიდან არსებობს და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების პროგრამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)