11:12 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 22:15:54, 861 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა start up-ების დაფინანსებას იწყებს

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი MDI & Associates -ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს,  მარკ ივანოვსკის (Mark Iwanowski) შეხვდა.

შეხვედრას მთავარი თემა, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე ესწრებოდა, საქართველოში სტარტაპების ხელშეწყობა იყო. მარკ ივანოვსკი არის ვენჩურ-ინვესტორი სილიკონის ველიდან, რომელიც საქართველოს მთავრობას სტარტაპების პროგრამის გამართვაში დაეხმარება. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში სტარტაპების ხელშეწყობის მექანიზმების ფორმირება იწყება.

პროექტი უახლოეს მომავალში  ჩაეშვება დამოხდება კონკრეტული სტარტაპების დაფინანსება, რათა შემდგომ ისინი მზად იყვნენ გლობალურ ბაზარზე გასასვლელად. მათ შორის მოხდება სილიკონის ველზე გლობალური ვენჩურ-ინვესტორებისთვის პროექტების წარდგენა.

ინფორმაციისთვის:მარკ ივანოვსკი არის გლობალური მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ევანგელისტი, როგორც კომერციულ, ისე სამთავრობო სივრცეში.  ივანოვსკი იკავებდა აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციებს  დაახლოებით 500 წამყვან კომპანიაში, მათ შორის: Oracle, Honeywell, Raytheon და SAIC.

მარკ ივანოვსკი პარტნიორი პოლონეთში ,,ზრდის ფონდის’’ Growth Fund III.  მანამდე  იყო მსოფლიოს უმსხვილესი საწარმოს  Global IT for Oracle Corporation - ის ვიცე პრეზიდენტი. ის სათავეში ედგა  Oracle’s- ის IT სისტემების მართვას 150-ზე მეტ ქვეყანაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
Iltalehti: ბალტიისპირეთის თავდაცვის მინისტრებმა ფონ დერ ლაიენს საიდუმლო წერილი მისწერეს
მაკრონი: ირანის დაბომბვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას არ გამოიწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics