|
2016-05-04 14:56:55, 541 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის ანგარიშები განიხილა
ჟენევაში, გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, წარდგენილი გაერთიანებული მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები განიხილა. განხილვაში მონაწილეობა მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა თინა ღოღელიანმა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. აქცენტები გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე და ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნა -შევიწროებაზე. კომიტეტის წევრები ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორცილებულ ღონისძიებებზე, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისა და ბოშა მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხებზე. კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას გაწეული სამუშაოსათვის და მიწოდებული ინფორმაციისათვის. განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები. გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტთან შეხვედრა ჟენევაში 2-3 მაისს გაიმართა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)