|
2016-05-04 13:42:41, 576 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიტყვები - „ვემსახურები საქართველოს!“ ჯარისკაცისთვის უფრო საამაყო გახდეს
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეიარაღებული ძალების სრულ შემადგენლობას დღევანდელ დღეს ულოცავს: "25 წლის წინ შეიარაღებული ძალების შექმნით საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქართული ჯარი ყველა პარამეტრით პასუხობდეს მაღალ თანამედროვე სტანდარტებს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ მიზნის განხორციელებისთვის ჩვენ გვაქვს უმთავრესი საფუძველი - ეს არის ჩვენი ჯარისკაცების მხედრული სული. ჩვენ გვყავს ისეთი ჯარისკაცები, როგორითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ეს ჩვენი სიმდიდრეა. ამას მოწმობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობაც. გპირდებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ქართულ ჯარში სამსახური გახდეს უფრო და უფრო პრესტიჟული და სიტყვები - „ვემსახურები საქართველოს!" - გახდეს კიდევ უფრო საამაყო ქართველი ჯარისკაცისთვის", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)