|
2016-05-04 13:12:05, 654 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი: მთავრობა ბიზნესმენებს აიძულებს, რომ პროექტი „Check in Georgia” უანგაროდ დააფინანსონ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, Chek in Georgia-სთვის გამოყოფილი თანხები, მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ გაიზარდა. ცისკარიშვილის თქმით, მთავრობა ბიზნესს აიძულებს პროექტის დაფინანსებაში უანგაროდ ჩაერთონ. „პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, პროექტის ღირებულებას 3 მლნ ლარი დაემატა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხა ამავე ჯგუფების ხარჯების დაფარვას მოხმარდება. ასევე, გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ ჯაზფესტივალის დაფინანსების ფონდი 2 მილიონი უნდა ყოფილიყო და ახლა 2 მილიონ ნახევარს გადაცდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ წინა წლებში ჯაზფესტივალის ხარჯები 600 000 ლარს შეადგენდა. ამ ყველაფერს აკეთებენ ცინიკურად. ხალხის თვალწინ, ყველას დასანახად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ფიქრობენ, რომ ეს მათ საარჩევნო კამპანიას წაადგება. საარჩევნო კამპანიის დახმარებას ფიქრობენ რამდენიმე კუთხით, ერთი მხრივ, რომ ამ კონცერტებით და მსგავსი ღონისძიებებით განწყობას აამაღლებენ და მეორე იმ თვალსაზრისით, რომ ის ჯგუფები, ვინც საორგანიზაციო საკითხებში იქნებიან ჩართული დაფინანსებას მიიღებენ და ეს ირიბი მოსყიდვაა მათი. ასევე, აწუხებენ ბიზნესმენებს რომ ისინი უსასყიდლოდ ჩაერთონ ამ პროცესში და დაფინასება უანგაროდ გამოუყონ. ეს მათი გათავისუფლებული ბიზნესის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)