|
2016-05-04 11:08:07, 661 ნახვა
პოლიტიკა
29 ჰექტარის გაყიდვასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობა“ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ოპოზიცია საკრებულოში თბილისის მერის მისვლას და ღია სხდომის ჩატარებასაც გეგმავს. როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, პროტესტი არ შენელდება და სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად აქციებიც გაგრძელდება. “ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა 29 ჰექტარი, სადაც ხეები გაიჩეხა. ასეულობით ათასი ლარი დაიხარჯა. ჩვენ ვხედავთ „თანაინვესტორების ფონდის“ განცხადებას, რაც საზოგადოების დაცინვაა. სადაც გვეუბნებიან, რომ თურმე იგეგმება ველობილიკების და ოჯახების საპიკნიკე ადგილების მოწყობა. პროტესტი ნამდვილად არ შეწყდება, ჩვენ შევიტანთ საჩივარს პროკურატურაში და ასევე სარჩელს სასამართლოში. ასევე იქნება სამოქალაქო აქციები. ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება შეთანხმებული პოზიცია ყველა მხარესთან“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)