|
2016-05-03 22:25:12, 553 ნახვა
პოლიტიკა
მელია 29 ჰექტარზე: ივანიშვილმა მარტივად თქვა, მინდა და ნარმანიამაც, კი ბატონო, თუ გინდათ, წაიღეთო
"ივანიშვილმა მარტივად თქვა, მინდა და ნარმანიამაც, კი ბატონო, თუ გინდათ, წაიღეთო" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ გადაცემა "არჩევანში" ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტრის გაყიდვაზე საუბრისას განაცხადა. “მესაკუთრე რომ გახდებოდა ბიძინა ივანიშვილი, ეს მარტივად პროგნოზირებადი იყო, მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ივანიშვილმა შუაგული თბილისიდან ამოგლიჯა 29 ჰექტარი და წაიღო სახლში. დანაშაულებრივად გააკეთა ეს. დანაშაულებრივად, წინასწარი შეთანხმებით იქნა ეს ტერიტორია აუქციონზე გამოტანილი. ივანიშვილმა მარტივად თქვა, მინდა და ნარმანიამაც, კი ბატონო, თუ გინდათ, წაიღეთო და წაიღო. გზას რეალურად ახლა აშენებენ სხვაგან და დამატებით 700 ხე უნდა გაიჩეხოს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაყვანილი გაზის მილების გადასატანად ახალი კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი. „ჩვენ ჩაგვივარდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 19 აპრილს მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ახლა კომპანიასთან, რომელსაც უხდის მილიონ სამასი ათას ლარს, რომ ის გატანილი გაზის მილი კიდევ უფრო გადაიტანონ სიღრმეში, ვინაიდან პროექტი შეიცვალა. აქ ჩვენ საქმე გვაქვს საბიუჯეტო თანხებისგაფლანგვასთან,“ - აღნიშნა მელიამ.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)