|
2016-05-03 19:42:30, 578 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს
გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს: „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე. მსურს აღვნიშნო, რომ პოლონელმა ხალხმა მრავალი გამოწვევა დაძლია წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. მოხარული ვარ, რომ ამჟამად, ჩვენ ვხედავთ ძლიერ ევროპულ ქვეყანას, რომელსაც ღირსეული ადგილი უკავია საერთაშორისო არენაზე. ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა, მე მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ისტორიული მეგობრული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი პოლონელი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)