14:24 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 16:51:11, 1369 ნახვა

კომენტარი
ბერძენიშვილი: მიდგომა, თუ რაღაცას ქიბროწაშვილი იყიდის, დასაშვებია, ხოლო თუ ივანიშვილი - დაუშვებელი, არასწორია

"მიდგომა, თუ რაღაცას ქიბროწაშვილი იყიდის, დასაშვებია, ხოლო თუ ივანიშვილი - დაუშვებელი, არასწორია", - ასე გამოეხმაურა  "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი ბოტანიკური ბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

ბერძენიშვილი  მოქალაქის უფლების დისკრედიტაციაზე საუბრობს:  

“მე ვხედავ ასეთ პრობლემას - თუ ქიბროწაშვილი შეიძენს,  კარგია, თუ ივანიშვილი შეიძენს- ცუდი. ეს არის მოქალაქის უფლების დისკრედიტაცია. ივანიშვილიც ისეთივე მოქალაქეა, როგორც-სხვა. თუ კანონი არ იღვევა, იყიდოს, თუ ირღვევა, საერთოდ არ გაყიდონ და ვინც ყიდის, იმას მიხედონ. ივანიშვილი რა შუაშია. ვიღაცას დანაშაული ჰგონია ის, რომ მდიდარმა კაცმა ზებრა იყიდა. მე ეს ასე არ მგონია და ასე ლაპარაკი ძალიან არასერიოზულია. მე სახლში მაქვს ერთი-ორი ისეთი წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ არის და ამის გამო ნუ დამიჭერთ!“, - აღნიშნა  ლევან ბერძენიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკური ბაღის  29 ჰექტარის აუქციონის წესით გადაცემაა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა
8 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული - ₾178 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics