|
2016-05-03 16:47:28, 486 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე: ვინც არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, ძალიან მალე შეხვდება თავის ამომრჩეველს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებაში ფორმულირება, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობააა, საერთო სახალხო განხილვის დროს მოსახლეობამ მოიწონა და მისი კომიტეტი ცვლილებების პროექტზე ხუთშაბათს იმსჯელებს. ბესელია დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს და მას უახლოეს მომავალში პარლამენტში არსებითად განიხილავენ. ეკა ბესელია ელის, რომ ქორწინების დეფინიციის თაობაზე, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერილ პროექტს, პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. „დასრულდა საერთო სახალხო განხილვა კონსტიტუციური ცვლილების და ჩვენი ფორმულირება, რომ ქორწინების განმარტება იყოს კონსტიტუციაში მკაფიო, რომ მეუღლეებში იგულისხმება ქალი და კაცი და რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს ფორმულირება მოიწონა საერთო სახალხო განხილვის დროს მოსახლეობამ და უკვე ჩვენი კომიტეტი განიხილავს, ჩვენ ხუთშაბათს ამ პროექტზე ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, კომიტეტი მხარს დაუჭერს და უკვე შევთავაზებთ პარლამენტს შემდეგ კვირას. იმედი მაქვს და მოლოდინიც, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერილ პროექტს, ქორწინების დეფინიციის თაობაზე, მხარს დაუჭერს პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუ ვინმე არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, ყველა ძალიან მალე შეხვდება თავის ამომრჩეველს სულ რამდენიმე თვეში და მათ თავად უნდა უპასუხონ კითხვას, რატომ არ დაუჭირეს მხარი იმ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მოსწონს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას და ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან ღირებული, იდენტობისა და ჩვენი ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)