|
2016-05-03 12:22:40, 685 ნახვა
საზოგადოება
ნონა გაფრინდაშვილს "სპორტის რაინდის" წოდება მიენიჭება
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დღეს „სპორტის რაინდის“ წოდებას მიანიჭებს. ნონა გაფრინდაშვილი 75 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციას დაგეგმილი აქვს შემდეგი ღონისძიებები: 17:00 - ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ვარსკვლავის გახსნა ჭადრაკის სასახლის წინ; 18:00 - საიუბილეო საღამო შოთა რუსთაველის თეატრში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებულ ნონა გაფრინდაშვილს 75 წლის იუბილეს ულოცავს! ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო სპორტის სიამაყეა - ის პირველი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია და ამავდროულად პირველი ქალი, რომელმაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ვაჟთა შორის მოიპოვა! ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულიცაა. ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად 1962 წელს მოიგო, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში კი კიდევ ოთხჯერ იზეიმა გამარჯვება! ქალბატონი ნონა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელია, ვეტერანთა შორის კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი. 1989 წელს ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს, 1996 წლიდან კი ის სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტია. 1996 წელს ქალბატონი ნონა სამი უმაღლესი სპორტული ორდენით დაჯილდოვდა: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ორდენებით. 1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარა. 2001 წელს თბილისის ჭადრაკის სასახლეს მისი სახელი მიენიჭა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)