|
2016-01-03 17:56:54, 620 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ კაპანაძე აღდგომის დღესასწაულს ბაგრამის ბაზაზე შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, თბილისიდან ჩასულ დელეგაციასთან, 52-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულის სამხედროებთან ერთად, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდა. გენერალთან ერთად ავღანეთს ესტუმრნენ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარიძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე და ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ანზორ გოგუაძე. მათ ქართველ ჯარისკაცებს ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული მიულოცეს. სტუმრები საეკლესიო ლიტურგიას ბაზაზე დისლოცირებული ქვედანაყოფების ჯარისკაცებთან ერთად დაესწრნენ, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში, ავღანეთში ქართული კონტინგენტის მოძღვარმა, მამა ზაქარიამ ჩაატარა. საზეიმო ლიტურგიას ქართველებთან ერთად ამერიკელი, რუმინელი, ბოსნიელი მართლმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)