|
2016-04-29 13:55:46, 578 ნახვა
პოლიტიკა
კახა გოგოლაშვილი მმართველი გუნდის რეიტინგის შემცირებას კოალიციის დაშლას უკავშირებს
„ვერ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას. პირველ რიგში, ამაზე პასუხისმგებელია მმართველი ძალა და მისი რეიტინგი ეცემა საკმაოდ სწრაფად“, - ასე გამოეხმაურა ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი IRI-ის კვლევებს. გოგოლაშვილი მმართველი გუნდის რეიტინგის შემცირებას კოალიციის დაშლას უკავშირებს. „ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები ქვეყანაში, განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურ და ეკონომიკურ გარემოს, ვერ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას, ასევე გაუმჯობესებას და რა თქმა უნდა ეს მოქმედებს მთლიანობაში განწყობებზე, პირველ რიგში, ამაზე პასუხისმგებელია მმართველი ძალა და მისი რეიტინგი ეცემა საკმაოდ სწრაფად," - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინტიტუტმა ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად გამოკითხულთა 70 % ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც არის 15 %-იანი გაუარესება გასულ წელთან შედარებით. ამასთან, 65% აცხადებს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა. ლარის გაუფასურება, საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდა და მაღალი გადასახადები დასახელდა თითოეული ოჯახის მთავარ პრობლემად.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)