|
2016-04-28 19:50:17, 508 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილმა კანონპროექტს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა კანონპროექტს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". მედიასთან შეხვედრისას კახა კოჟორიძემ ასევე იმ შენიშვნებზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პარლამენტში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით : "დღეს პარლამენტმა მიიღო გამარტივებული წესით სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, ამ ცვლილებებით ხდება 2017 წლის პირველ მარტამდე გადავადება იმ წესისა, რომელიც 2016 წლის პირველ მაისს უნდა ამოქმედებულიყო. ეს წესი ითვალისწინებდა იმას, რომ მინისტრს და დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე პირის კონკურენციის გარეშე დანიშვნის შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონოდა. საქართველოს პრეზიდეტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, თუმცა გვსურს რამდენიმე გარემოებას გავუსვათ ხაზი. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს პარლამენტის მხრიდან ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევა. უშუალოდ ეს კანონპროექტი რამდენჯერმე იქნა გადადებული. დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის ცაიტნოტი, რა მდგომარეობაშიც საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება უწევს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს აქვს 10 დღიანი ვადა, რომ კარგად გაეცნოს კანონპროექტს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ცაიტნოტში აღმოჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს 10 დღიანი ვადა აღარ არის დარჩენილი პირველ მაისამდე და ჩვენ იძულებული ვიყავით, ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე საათში მიგვეღო", - განაცხადა კოჟორიძემ. პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ეს კონკრეტული საკითხი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, როცა რაიმე ექსტრაორდინალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. კახა კოჟორიძის თქმით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გიორგი მარგველაშვილი ხელს აწერს ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ ითვალისწინებს იმ სპეციფიკას, რასაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებს და მისი მუშაობის შეფერხება არ სურს. "თუმცა კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ უნდა მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, რომ დასრულდეს მნიშვნელოვანი და სწორი რეგულაციების გადავადების პრაქტიკა და კანონპროექტის მიღება ხდებოდეს იმ ვადით, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის სრულად გამოყენების საშუალება. ასეთი დაპირება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტი ცაიტნოტის რეჟიმში არ აღმოჩნდებოდა, თუმცა ასეთი გარემოება კვლავ განმეორდა", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)