|
2016-04-28 13:48:37, 528 ნახვა
საზოგადოება
საარჩევნო სიების სრულყოფისათვის მუშაობა გრძელდება
იუსტიციის სამინისტრო საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტს აგრძელებს. მონაცემების დაზუსტების მიზნით, სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები თავად მიდიან იმ მოქალაქეებთან, რომელთა მონაცემებიც სააგენტოს ბაზებში გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს და რომლებიც რაიონული ცენტრებიდან მოშორებით ცხოვრობენ. ისინი უღებენ მოქალაქეებს ბიომეტრულ ფოტოს, ატარებენ შესაბამის პროცედურებს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს უსასყიდლოდ გასცემენ. ამჯერად, სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები მესტიის რაიონის მცხოვრებ ცირა ივეჩიანს ესტუმრნენ, რომლის ფოტოსურათი სააგენტოს ბაზაში არ ინახებოდა. ყველა საჭირო პროცედურის ადგილზე გავლის შემდეგ, ცირა ივეჩიანმა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უსასყიდლოდ მიიღო. საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტის კიდევ ერთი კომპონენტი სიიდან გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემების ამოღებაა. ბაზაში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება გარდაცვლილი პირების ჩანაწერები. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომაგენლები სვანეთში კვანჭიანების ოჯახს ეწვივნენ და მოქალაქე მარო კვანჭიანის გარდაცვალების ოქმი ადგილზევე შეადგინეს. საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტის ფარგლებში 2500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში მოქალაქის მონაცემებს ან საერთოდ არ ახლავს ფოტო, ან ის უხარისხოა. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, ადამიანებისათვის, რომელთა ფოტოსურათებიც არ ინახებოდა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცა. უფასო იყო ბიომეტრული ფოტოს გადაღებაც. მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ახერხებდა იუსტიციის სახლებში ან საზოგდოებრივ ცენტრებში მისვლას, მოწმობის ასაღებად, სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სახლებში ესტუმრნენ. პროექტის ფარგლებში 1000-ზე მეტი მოქალაქის ფოტო დადგინდა, ხოლო 749 მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უფასოდ მიიღო. რაც შეეხება მონაცემთა ბაზებიდან გარდაცვლილთა ამოღებას, სააგენტოს 529 მისამართზე მცხოვრები პირები გადაამოწმეს და 210 გარდაცვალების ოქმი შეადგინეს. 131 მისამართზე ამომრჩევლის ბინადრობა დადასტურდა, 137 მისამართზე მცხოვრები მოქალაქეების შესახებ კი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა, ისინი წლების მანძლზე არ ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე და საზღვარგარეთ ან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. „საარჩევნო სიების სრულყოფის” პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტის მიზანი საპარალმენტო არჩევნებისათვის სამომრჩეველთა სიების მაქსიმალური სრულყოფაა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)