|
2016-04-28 12:54:43, 897 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მიმართულება დაემატა
28 აპრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანიამ - „ Ural Airlines “ ეკატერინბურგი-ბათუმი-ეკატერინბურგის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. როგორც „ექსპრესნიუსს“ “ტავ ჯორჯია"-დან აცნობეს, პირდაპირი ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ეკატერინბურგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და ორშაბათს, A-320 და A-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება. „ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია „ Ural Airlines “ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ 2 ახალ მიმართულებას შესთავაზებს. 16 მაისიდან ბათუმიდან პირდაპირი რეისები პეტერბურგში, ხოლო 7 ივნისიდან კი სამარაში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ „ Ural Airlines “-მა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება გასულ სეზონზე მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით დაიწყო. რუსული ავიაკომპანია „Ural Airlines“ 1943 წელს დაფუძნდა და ამჟამად ავიაკომპანია 34 ავიახომალდით, 40 მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართულებით დაფრინავს. დღეისათვის „ Ural Airlines “-ის ავიაპარკი 18 Airbus A320, 10 А321 და 6 А319 ტიპის ავიახომალდისაგან შედგება“, - ნათქვამია “ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)