|
2015-02-22 17:11:17, 3795 ნახვა
სხვადასხვა
"თავისუფალი დემოკრატების" წევრები კახეთში ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ
პარტია "თავისუფალი დემორკატების" წევრები დღეს კახეთში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კახეთში ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოში მოსახლეობა ტოტალურად გაჭირვებულია. "დღეს თავისუფალი დემოკრატები კახეთში ვიყავით ადგილობრივების პრობლემების გასაცნობად. რადგან კვირა დღეა და კახელები ამ დღეს ძირითადად ბაზარში არიან, ზოგი სავაჭროდ, ზოგიც კი სურსათის მარაგის შესაძენად, ბოდბისხევის ბაზრობაზე გავედით. სიტუაცია კატასტროფული დაგვხვდა. აქ ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რა ვითარებაა კახეთში და ზოგადად მთელს საქართველოში. მოსახლეობა ტოტალურად გაჭირვებულია, ბაზარში დახლებთან უმეტესად პენსიონერები და მოხუცები დგანან - ოჯახებიდან გამოტანილ ნივთებს, ძველმანებს ყიდიან, რომ საჭმლის ელემენტარული ფული იშოვონ. თვალში საცემი იყო, რომ ბაზარში მყიდველები არ არიან, თუ ვინმე რამეს ყიდულობს, ისისც ელემენტარული საარსებო შენაძენებია, დიდ მარაგზე ხომ ლააპარაკიც კი ზედმეტია. უმუშევრობა, გაუფასურებული ლარი, პენსიები და სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანების პრობლემების სრული უგულვებელყოფაა, კახელების და მთელი საქართველოს მთავარი პრობლემა. 150 ლარით პენსიონერები ელემენტარულ საკვებსაც კი ვეღარ ყიდულობენ. ბოდბისხევის ბაზარში ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ: დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი 160 ლარია, ამ თანხის 70%, ანუ 112 ლარი, გათვლილია სასურსათო კალათის შესაძენად, რომელიც ერთ ადამიანს თვის განმავლობაში უნდა ეყოს; ყველაზე ცინიკური ის არის, რომ ამ თანხით დღეს ერთი კვირის სამყოფ საჭმელსაც კი ვერ იყიდი, რომ არაფერი ვთქვათ მთელი თვის მარაგზე...",-ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)