|
2015-02-22 16:47:46, 676 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ისეთი დრო არ ყოფილა წარსულში, რომ კაცობრიობა ასე დაცემულიყო
„ისეთი დრო არ ყოფილა წარსულში, რომ კაცობრიობა ასე დაცემულიყო“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. მან მარხვისა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მარხვა ადამიანის სულის გაწმენდისთვისაა. „ღვთის სიყვარული ადამიანის ცოდვებს ფარავს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენს ცოდვებს თავის მხრებზე იღებს. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მცირე და დაიადი გონება, სიბრძნე, რომელიც დაგვანახებს ჩვენ გზას, რომლითაც უნდა ვიაროთ. ადამიანი დღეს ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს იმას, რომ ადამიანი დაცემულია და გაუბედურებულია სულიერად. ისეთი დრო არ ყოფილა წარსულში, რომ ასე დაცემულიყო კაცობრიობა. ღმერთმა შეგინდოთ, დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – ბრძანა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)