19:42 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 15:22:40, 415 ნახვა

პოლიტიკა
ქანთარია: „ნაცმოძრაობამ“ ფლორისა და ფაუნის მიმართ დაგვიანებული სიყვარული გამოავლინა

„ნაცმოძრაობამ“ ფლორისა და ფაუნის დაგვიანებული სიყვარული გამოავლინა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, საარჩევნო არღანი უკვე დატრიალებულია და ხმის წარმოჩენას ყველა ცდილობს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“.

„ამ პარტიამ ფლორისა და ფაუნის მიმართ დაგვიანებული სიყვარული გამოავლინა. მათი მხრიდან ერთი ხის გადარგვაზე სისხლის ცრემლები იყო დაღვრილი. ახლა ავიწყდებათ, რომ მივიდნენ და წყალი დაუსხან და ნახონ, რა დღეშია. ახლა ბოტანიკურ ბაღზე ატყდა ამბავი და 4 ჰა ბაღს ჩამოეჭრა. საქმე რაში ყოფილა? თურმე, ივანიშვილს იმ ადგილას რამდენიმე პროექტი აქვს განსახორციელებელი და უნდა, რომ ჰაერს და წყლის პრივატიზაცია გაუკეთოს“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

როგორც ქანთარიამ განაცხადა, საქართველო დაბრმავებული არ არის, რომ დაივიწყოს რაც ხდებოდა. მანვე დასძინა, რომ ცოცხები არავის მონატრებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics