|
2016-04-27 15:21:04, 455 ნახვა
პოლიტიკა
კახა კოჟორიძე და თენგიზ ფხალაძე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციას შეხვდნენ
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის" (FIDH) დელეგაციას და „კოალიციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის" შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და წარმოებული გამოძიების მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. კახა კოჟორიძის განცხადებით, შეხვედრისას აღინიშნა, რომსაქართველო მიესალმება გამოძიების პროცესს და გამოხატავს სრულ მზადყოფნას ითანამშრომლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან, მიაწოდოს ყველა რელევანტური ინფორმაცია, რაც სასამართლოსათვის იქნება საინტერესო. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს გამოძიების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ გამოძიებას ახლავს იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომ საქართველო ვერ ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას გამოძიება სრულად წარმართოს.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)