|
2016-04-27 13:21:32, 757 ნახვა
სამხედრო
საქართველო ნატოს წევრი და PFP ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს
საქართველო ნატოს წევრი და PFP ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო „Holiday Inn“-ში კონფერენცია თემაზე - „სერჟანტთა პროფესიული განვითარება და აღმშენებლობა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა. კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა სერჟანტთა პროფესიული განვითარების სისტემა იქნება. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები ასევე მიმოიხილავენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა სერჟანტთა კორპუსის პროფესიონალიზაციისთვის. „შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩამოსულია ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი. შეგვიძლია, ამაყად ვთქვათ, რომ საქართველოს სერჟანტთა სკოლა ვითარდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი შეიარაღებულ ძალებში. შეხვედრა ძალიან საქმიანი და დატვირთული იქნება. სხვადასხვა ქვეყნის სერჟანტები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, უნარ-ჩვევებს და ცოდნას გაუზიარებენ. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს წარმატებული ადგილი უკავია არა მარტო რეგიონში, არამედ, ნატოს ქვეყნებს შორისაც“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. დღის ბოლოს სამუშაო შეხვედრის მონაწილე უცხოელი სერჟანტები და ექსპერტები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ. ცენტრის ხელმძღვანელობამ უცხოელ სტუმრებს ცენტრის ისტორიის, სტრუქტურისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სამუშაო შეხვედრა თემაზე - „სერჟანტთა პროფესიული განვითარება და აღმშენებლობა“ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრა „თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის“ (DEEP) ორგანიზებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციაში აშშ-ის, კანადის, შვეიცარიის, სერბეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)